ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქ. რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას კრიშიანის კარინშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგომ პირველად იმართება და ასევე ემთხვევა ღირსშესანიშნავ თარიღს - საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

„მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხები და ხაზი გაუსვეს ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორულო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ლატვიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა.

აღინიშნა ლატვიასა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა და სანდო პარტნიორობა, რაც არაერთხელ გამოიხატა ლატვიის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების, პოლიტიკური კონსულტაციების გააქტიურების და მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობებით გათვალისწინებული დღის წესრიგის, ასევე საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის ერთიან ძალისხმევაში.

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა კრიშიანის კარინში საქართველოში მოიწვია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს