ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა.

“ისრაელი ეწინააღმდეგება დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას არ მოიცავს. ისრაელი ღაზას სექტორში საწვავს არ უშვებს და ღაზას სექტორში სახსრების გადარიცხვას ეწინააღმდეგება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა “გამოავლინეს მექანიზმები”, რის საშუალებითაც ღაზას საავადმყოფოებს საწვავი მიეწოდება.