კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები შესაძლოა  გაიზარდოს

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები შესაძლოა გაიზარდოს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შემდეგი სახის ცვლილებების განხორციელება იგეგმება: -

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:

- I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 16 000 ლარი იქნება;

- II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 24 000 ლარი იქნება;

- III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარი იქნება.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:

- I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 16 000 ლარი იქნება;

- II კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, 75 000 ლარი იქნება;

- III და IV კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი იქნება.

გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება - 40 000 ლარის ოდენობით.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის:

- I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით უცვლელი რჩება;

- II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით უცვლელი რჩება;

- III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარი იქნება;

- IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, 45 000 ლარი იქნება.

გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 20 000 ლარის ოდენობით;

ცვლილება აგრეთვე შეეხება კონსერვაციის მუხლსაც. კერძოდ, მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:

− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);

− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას - 25 000 ლარის ოდენობით.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 12 000 ლარით, ნაცვლად 4 000 ლარისა.

“სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ავტორი და ინიციატოარი არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ზარქუა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის