ისრაელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მომზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ირაელის მე-12 არხი ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ზელენსკის ისრაელში ვიზიტი მომავალ კვირას იგეგმება და ორშაბათს ან სამშაბათს შეიძლება შედგეს.
როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი ფოტო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და ისრაელის სხვა ლიდერებთან “გააგზავნის თავდასხმის ქვეშ მყოფი განვითარებული სამყაროს მესიჯს, რომელიც ნაკლებად განვითარებული სამყაროს წინააღმდეგ დგას, რომელიც თავს ესხმის”.
“ეს ისრაელის, უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის გაერთიანებულ ფრონტს აჩვენებს რუსეთ–ირანის ღერძის წინააღმდეგ”, - ამბობს ტელერხი.