ელჩ ზაზა გაბუნიას მონტერეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მექსიკის შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ზაზა გაბუნიას, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის მონტერეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.

ზაზა გაბუნიას თქმით, იმაზე უფრო დიდი და საპატიო საქმე, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ერების დაახლოებაა, არ არსებობს.

“ღრმა მადლიერებით ვიღებ ამ განუზომელ პატივს - მონტერეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

ამ წოდების მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ, როგორც ელჩისა და დიპლომატისთვის, იმაზე უფრო დიდი და საპატიო საქმე, ვიდრე ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ერების დაახლოებაა, სხვა არ არსებობს. მიხარია, რომ ჩანს ეს საქმე და რომ ასე გამოიხატება დამოკიდებულება”, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება