საქპატენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ თანამშრომლებმა, აქციის - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.

საქველმოქმედო აქციაში „საქპატენტის“ მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

აქციის ორგანიზატორი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი გახლავთ, რომელიც მსგავს საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს პერმანენტულად მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.

იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებულ ბავშვებს (0-8 წლამდე) მკურნალობს.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება