ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები” გაიმართა

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, თბილისში სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები” გაიმართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სემინარს, რომელსაც 70-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დაესწრო, “ff.k Public Relations”-ის დირექტორი მეიკე ფრერსი (Meike Frers), ღვინის სპეციალიზირებული გამოცემის “Wein+Markt” მთავარი რედაქტორი კატია აპელტი (Katja Apelt) და იმპორტიორი კომპანიის “HAWESKO” მენეჯერი კარო ლენგე (Caro Lange) უძღვებოდნენ.

წარმოდგენილი პრეზენტაციები მოიცავდა გერმანიის ღვინის ბაზრის მიმოხილვას, მის თავისებურებებსა და სტრუქტურას.

„გერმანის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია. რასაც ჩვენ დღეს სემინარის ფარგლებში განვიხილავთ, მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენილი იქნება და ვიმსჯელებთ, თუ როგორ მუშაობს გერმანიის ბაზარი, რა პერსპექტივა აქვთ ქართველ მეღვინეებს, რა გამოწვევების წინააშე დგანან ისინი, როგორ და როდის სვამს გერმანელი მომხმარებელი ღვინოს და კიდევ არაერთი საკითხი”, - აღნიშნა მეიკე ფრერსმა.

„ღვინის მწარმოებლების შეფასებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის კარგი საშუალებაა, გაიგონ გერმანიის ღვინის ბაზრის სპეციფიკა და, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მაქსიმალურად გაზარდონ ქართული ღვინის ექსპორტი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის