შვედეთის თავდაცვის სამინისტრო - Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია

Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ეს, რა თქმა უნდა, უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან Archer-ის სისტემას მაღალი სიზუსტე აქვს“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა.

Archer-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების გასროლა 50 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება, Archer-ის ტიპის საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება