„აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში ოპერირება BPO ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერმა კომპანია Teleperformance-მა დაიწყო

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ძალისხმევითა და მჭიდრო თანამშრომლობით ციფრული ბიზნეს სერვისებისა და მომხმარებელთა მომსახურების (CX) გლობალურმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Teleperformance-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყება ქვეყანაში არსებული იმ უპირატესობების სიღრმისეულად შესწავლის შედეგად გადაწყვიტა, რომელსაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.

საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებისას მთავარი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სხვადასხვა უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა, განათლებული მუშახელი, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხარჯების ეფექტურობა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მოიპოვა საკუთარი ნიშა BPO ინდუსტრიაში და ჩამოყალიბდა ახალ კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ მომხმარებელთა მომსახურების ბაზარზე. ფრანგული კომპანია Teleperformance BPO ინდუსტრიის ტოპმოთამაშეა, რომელმაც საქართველოში ინვესტირებითა და საქმიანობის დაწყებით დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, რომ აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.

Teleperformance ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება