KTW ჯგუფს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს

KTW ჯგუფს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. კომპანიის გუნდს დავით ხაჩიძე შემოუერთდა, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტის კუთხით. ის კობა ხარხელს ჩაანაცვლებს, რომელიც KTW ჯგუფთან სხვა ფორმით განაგრძობს თანამშრომლობას.

„KTW ჯგუფს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. დავით ხაჩიძეს ვულოცავ ახალ პოზიციას და წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში. მისი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ღირებულია ჩვენი კომპანიისთვის. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო კობა ხარხელს 11 წლიანი თანამშრომლობისთვის და ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ – აღნიშნავს KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე.

დავით ხაჩიძე KTW ჯგუფში ფინანსური დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, კომპანია „ციტადელის“ საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა შვეიცარიულ-ავსტრიულ კომპანია „იუნაითიდ ენერჯიში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ასევე, „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ აღმასრულებელ ჯგუფში" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. კომპანია „ზარაფხანაში“ კი, გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. დავით ხაჩიძე აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას მიწვეული ლექტორის რანგში.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი