მედია - „ჰამასის“ მძევლების ოჯახები პროტესტის ნიშნად ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ღამეებს ათევენ

„ჰამასის“ მძევლების ოჯახები პროტესტის ნიშნად ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინასთან ღამეებს ათევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Ynetnews-ი ავრცელებს.

„ჩვენ სახლებში იქამდე არ წავალთ, ვიდრე ისინი არ დაბრუნდებიან. ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მოვიდნენ და ჩვენთან ერთად დადგნენ“, - განაცხადა ერთ-ერთი მძევლის მშობელმა.

მძევლების ოჯახის წევრების ეს ნაბიჯი იმ საპროტესტო აქციის ნაწილია, რომელიც მთავრობასა და სამხედროებს ტყვეების დასაბრუნებლად მეტის გაკეთებას სთხოვს.

მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს თელ-ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა