ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას მოსახლეობა სამხრეთით უსაფრთხოდ გადაადგილებას 3 საათის განმავლობაში შეძლებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობა ადგილობრივი დროით 13 საათიდან 16 საათამდე სამხრეთში უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.
„თუ საკუთარ თავსა და თქვენს საყვარელ ადამიანებზე ზრუნავთ, ინსტრუქციის შესაბამისად სამხრეთით გაემართეთ. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უკვე იზრუნეს“, - ნათქვამია განცხადებაში.