სალვადორის უზენაესმა საარჩევნო ტრიბუნალმა პრეზიდენტ, ნაიიბ ბუკელეს მომავალ წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AP-ი ავრცელებს.
ოთხი ხმით არცერთის წინააღმდეგ, სალვადორის უზენაესმა საარჩევნო ტრიბუნალმა ბუკელეს მომავალი წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მას ამის უფლებას არ აძლევს.
„ლეგალურად რეგისტრირებული ვარ! ყოველგვარი საწინააღმდეგო ხმების გარეშე“, - ასე გამოეხმაურა საარჩევნო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ბუკელე „ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, ნაიიბ ბუკელე სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის 1 ივნისიდან იკავებს.