უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.
„უკრაინა თავისი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად იბრძვის. ნათელია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს დაეფუძნოს. აუცილებელია პოლიტიკური ზავი, ამის დრო კი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება“, - განაცხადა კროსეტომ.
კროსეტომ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის მიმართ ყურადღება შემცირდა, მაგრამ მხოლოდ მედიის და არა პოლიტიკურ დონეზე.
იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კიევის მიმართ დასავლეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერა არ შეცვლილა.