რუსეთი აცხადებს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი წყალქვეშა ნავიდან ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

„ახალმა ბირთვულმა სტრატეგიულმა სარაკეტო წყალქვეშა კრეისერმა, „იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ“ წარმატებით გაუშვა „ბულვას“ საზღვაო ბაზირების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გლობალური კრიტიკა გამოიწვია მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა