აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა.
ბლინკენი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში დღეს ჩავიდა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივსა და ამანში იმყოფებოდა.
ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროდან თურქეთში გაემგზავრა. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში.