ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც

დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ის დარწმუნებულია, რომ ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც.

„მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი. თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის, ეს ნამდვილად ვიცი. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს. დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს. დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“,-განაცხადა მელიამ.

როგორც მან განმარტა, თანამოაზრეებთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას აცნობებს, თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„მთელ რიგ დიდ ქალაქებში არაერთი შეხვედრა იქნება და მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობ საზოგადოებას მედიის მეშვეობით, თუ როგორ გრძელდება ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემთვის და ათიათასობით თანამოაზრისთვის მნიშვნელოვანი რაც არის, როგორ უნდა ჩანაცვლდეს ქართულ პოლიტიკაში ფული ქართველი ხალხის ინტერესით, ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დიდ ქალაქში მსგავსი შეხვედრა გაიმართება“,- განაცხადა მელიამ. გარდა ამისა, მან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

ნიკა მელია ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თავისი ქმედებით, თავისი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული და ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ“,-განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება