ანონსი 6 ნოემბერი

6 ნოემბერს, 11:00 საათზე, აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ირაკლი აბაშიძის ქ.12ა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების გიგა გიგაშვილისა და ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

6 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

6 ნოემბერს, 15:00 საათზე, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) ახალი პროექტის „ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ იმ საკვანძო გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობაზე.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

6 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ - „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები" - საკითხზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით ტარდება.

მის: თავისუფლების მოედანი N2

საკონტაქტო: 577 152 160

6 ნოემბერს, 17:00 საათზე, ენმ-ის ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჰოლანდიის ელჩს შეხვდება და გაკეთდება განცხადება.

მის: კახეთის გზატკეცილი N45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას