ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 157 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
ათასობით ადამიანმა, რომლებმაც სახლები დაკარგეს, ღამე ღია ცის ქვეშ ან კარვებში გაათენეს.
ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, 23:47 საათზე მოხდა. მისი მაგნიტუდა 6,3 შეადგენდა.