ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი დღეს დილიდან შეხვედრებს გამართავს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მისი ქმედებები "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.“ ამასთან, ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს. თურქეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩიც გაიწვია.

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩასვლამდე ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს, კვიპროსსა და ერაყსაც ეწვია და ოფიციალურ პირებს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება