აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი გაგზავნეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა.
CNN-ი იუწყება, რომ შეერთებული შტატები იშვიათად აკეთებს განცხადებას ბალისტიკური და მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავების მოძრაობასა თუ ოპერაციებზე და ეს განცხადება არის შეკავების მკაფიო გზავნილი, რომელიც მიმართულია რეგიონში ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ.