გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ხვალ კიდევ ერთ საგანგებო სხდომას გამართავს.

„ღაზაში სიტუაციის გაუარესების და ალ-შიფას ჰოსპიტალსა და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმების ფონზე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ჩინეთმა დახურული კონსულტაციების მოწვევა მოითხოვეს“, - განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის პრესსპიკერმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ გასულ თვეში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ოთხი რეზოლუციის პროექტიდან ვერცერთი ვერ დაამტკიცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ათი არამუდმივი წევრი ამჟამად საკუთარ რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ამზადებს.