ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე - ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რის შედეგადაც ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

"ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მას მოახსენა ტრაგედიის ყველა გარემოების გასარკვევად მიღებული ზომების შესახებ.

ცნობისათვის, 3 ნოემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარეჩნოეს მახლობლად, რუსები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებს „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტის დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება