გაერო - ღაზაში გაერო-ს 88 თანამშრომელი დაიღუპა - გავიდა 30 დღე, ყველაფერს საზღვარი აქვს, კონფლიქტი ახლავე უნდა შეწყდეს

ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული გაერო-ს ყველაზე დიდი დანაკარგია, - ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების ხელმომწერები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.

„ვიმეორებთ ჩვენს თხოვნას, რომ მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, თავშესაფრები და სკოლები, დაცული უნდა იყოს. გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. გავიდა 30 დღე. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ : გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი კეტრინ რასელი და სხვები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში