„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ხვალ, 7 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება და 16 სახანძრო ჰიდრანტი ეწყობა.

მიმდინარე სამუშოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 6 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორე მღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის