„თიბისის“ ინფორმაციით, ახალი კადრების დასაქმებას აქტიურად აგრძელებენ

თიბისიში“ ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების პროცესი აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„შენ გაქვს შესაძლებლობა, შემოუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვითა და განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. რეკრუტმენტი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა გუნდებში: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, ლოჯისტიკის, პროდუქტების, ეჯაილის, მარკეტინგის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით. განსაკუთრებით კი ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები და განახლებულ ოფისში საუკეთესო სამუშაო გარემო დაგხვდება.

„თიბისი“ მეგობრული სამუშაო გარემოთი, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობითა და, რაც მთავარია, გუნდური მუშაობის კულტურით გამოირჩევა. თვითგანვითარება, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება „თიბისელების“ გუნდის კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, „თიბისიში“ თვითგანვითარებისთვის არაერთი შიდა შესაძლებლობა დაგხვდება, მათ შორის, პლატფორმა „თიბისი აკადემია“, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსებს.

„თიბისელები“ სასწავლო კურსების გარდა სხვა არაერთი შესაძლებლობით სარგებლობენ: ჯანმრთელობის დაზღვევით, სოციალური მხარდაჭერით, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამით, სპეციალური ფასდაკლებებით, სპორტული აქტივობებითა და გასართობი შეხვედრებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით და ა.შ. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა „თიბისის“ კულტურის მთავარი ნაწილია, 2009 წლიდან არსებობს ფონდი „თიბისელები“, რომელიც გამოუვალ სიტუაციებში თანამშრომლებს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „თიბისის“ ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსმა გვანცა მურღვლიანმა განაცხადა, „თიბისი“ რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განვითარებისკენ სწრაფვითა და განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით.

„თიბისი“ მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც ამ გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლები დღის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებენ, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამას მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ,“ - განაცხადა „თიბისის“ ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსმა გვანცა მურღვლიანმა.

„თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, ჩაერთო საერთაშორისო განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში და სხვა „თიბისელებთან“ ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შემოგვიერთდი და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი „თიბისელი“!- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს