სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ნოემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 7 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში უმეტესად უნალექოდ. 7 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7 ნოემბრის დილამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე