ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დღე აღნიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დღე აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წლის წარმატებული ექსპერტები დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

„ბიურო 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა და თითქმის ორი ათეული წელია მაღალკვალიფიციური ექსპერტებით და საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული ექსპერტიზებით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით.

500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია, საერთაშორისო სტანდარტი - ბიუროს მუშაობა, სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული. ბიურო წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, დასავლეთ საქართველო (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დარგში ბიურო ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით.

დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბიუროს ყველა თანამშრომელს ექსპერტიზის დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს