შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოზე“ - ვნახეთ ეტაპები, როცა ადამიანები ამ პარტიას განუდგნენ და ასეც იქნება, რადგან როდესაც რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია

პოლიტიკური პარტია, რომლის დაფუძნებაც რენეგატობაზე იყო დამყარებული, განწირულია, რომ შიგნით რენეგატი ეყოლება - ეს არის ამ პარტიის ბედისწერა და ასეც გაგრძელდება,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის ნატალია ძიძიგურის მიერ ყოფილი თანაპარტიელების - ბერდია სიჭინავასა და შალვა კერესელიძის ზეწოლაში დადანაშაულებას.

პაპუაშვილის თქმით, „როდესაც პოლიტიკური ორგანიზმი ჯანსაღი არაა, პოლიტიკური პროცესებიც ვერ იქნება ჯანსაღი“.

„ვნახეთ ეტაპები, როდესაც ადამიანები ამ პარტიას განუდგნენ და ასეც იქნება, რადგან როდესაც რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია. არ მინდა ჩავეძიო ამ საკითხებს, რადგან ეს მათი შიდა პრობლემაა. საკვირველია, რომ როდესაც პარტიას ტოვებენ მერე ახსენდებათ, რა როგორ იყო, მაგრამ თვითონ გაერკვნენ ერთმანეთში”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობას საკრებულოებში, პაპუაშვილი ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის” პარტნიორობას უარყოფს, თუმცა აღიარება უფრო პატიოსნური იქნება.

„მართალია, ძალიან იპრანჭება პარტია „საქართველოსთვის“ არ ვართ კოალიციაშიო, მაგრამ მეორე ამბობს, პარტნიორები ვართო. ერთი პარტნიორი უარყოფს, მეორე ამბობს, ვართო. ასე რომ აღიარონ ეს პარტნიორობა და მგონი ასე უფრო პატიოსანი იქნება ქართველი ხალხის წინაშე”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.

„რამდენიმე დღის წინ გახარიას პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჩავშალე სხდომა და არ გავაღრმავე ის მიდგომები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს: კრიზისი, არეულობა და დაძაბულობა საქართველოში.

ბათუმი და ბათუმის საკრებულო არ იმსახურებს დაძაბულობას და კრიზისს. ბოლო ერთი წელია ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, შანტაჟი, იძულება, რომ ფრაქცია შემექმნა,"- განაცხადა ძიძიგურმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება