თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით მიუნხენს ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 7 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, კახა კალაძე ასევე დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსებია განთავსებული.

„მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში მომავალი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იგეგმება.

დღეის მდგომარეობით, დედაქალაქს ემსახურება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 234 ერთეული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსი. 2024 წლის ბოლომდე ქალაქს ეყოლება MAN-ის მარკის 400-მდე ავტობუსი, რაც ავტობუსების მთლიანი პარკის, დაახლოებით, 40% იქნება.

ამ ეტაპზე, თბილისის ავტოპარკი, ჯამში, 860 ავტობუსს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა