„ნექსია საქართველო“ ახალ ოფისში გადავიდა

1-ელი ნოემბრიდან საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია საქართველო“ ახალ ოფისში აგრძელებს მუშაობასა და კლიენტი კომპანიების მიღებას. „ნექსიას“ ახალი ოფისი „ქინგ დევიდის ბიზნეს ცენტრის“ მეოთხე სართულზე, 700 მ²-ზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი ოფისის შეძენისა და მოწყობისთვის სოლიდური ინვესტიცია განახორციელა.

„ნექსია საქართველოს“ ახალი ოფისის დიზაინზე A&D Studio-მ იმუშავა და 230-ზე მეტი თანამშრომლისთვის განსაკუთრებული სამუშაო სივრცეები შექმნა.

როგორც „ნექსიაში“ აცხადებენ, ახალი ოფისის კონცეფცია კომპანიის კულტურას, ძირითად ღირებულებებსა და მართვის სტრუქტურას გამოხატავს: ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეები, მაღალი რგოლის მენეჯერებისა და გუნდის ერთიან სივრცეში განთავსება „ნექსიას“ მუშაობის მთავარ პრინციპს - გუნდურობასა და კოოპერაციას უსვამს ხაზს.

ამ ეტაპზე, კომპანიის მენეჯმენტი ახალი ოფისის ტერიტორიაზე თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეების შექმნაზე მუშაობს: მალე, ოფისის ტერიტორიაზე მოეწყობა დიდი ტერასა, რომლითაც თანამშრომლები ისარგებლებენ. მენეჯმენტის თქმით, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებმა სამუშაო პროცესშივე შეძლონ განტვირთვა და სოციალიზაცია.

ვინაიდან, განვითარება კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, ოფისის დაგეგმარებისას დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგ სივრცის მოწყობას.

„ახალი ოფისი თანამშრომლების საჭიროებებისა და კომფორტული სივრცეების მოწყობის გარდა, საგანმანათლებლო მიზნებზეა მორგებული. „ნექსია აკადემია“ უკვე 1 კვირაა განახლებულ სივრცეში მასპინძლობს დაინტერესებულ აუდიტორიას. ოფისი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც ინტერაქტიული სემინარებისა და ტრენინგების დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობასა და ზოგადად, სამუშაო პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს“ – “ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.

აღსანიშნავია, რომ „ნექსიას“ ახალი ოფისი აღჭურვილია უსაფრთხოების ულტრათანამედროვე სისტემებით. ამ ეტაპზე, კომპანიაში, ISO 27001-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რაც მომსახურების ხარისხის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას