ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის სიმტკიცის და ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო, რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის სტრატეგიულ მარცხად დარჩება

ერთი რამ კრისტალურად ნათელია: უკრაინის სიმტკიცის და ჩვენი ურყევი მხარდაჭერის გამო, რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის სტრატეგიულ მარცხად დარჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის სასტიკი ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება. ეჭვი არ არის, რომ 600 დღე დამღლელია, მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ისევე მტკიცედ დგანან, როგორც პირველივე დღეს. ნება მიბოძეთ, გითხრათ, რა მითხრეს მე მათ: ნახეთ, რას მივაღწიეთ, პუტინმა ვერც ერთ თავის სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი მთავარი მიზანი იყო რეჟიმის შეცვლა, მთავრობის დამხობა, მაგრამ არა მხოლოდ დედაქალაქზე მისმა თავდასხმამ განიცადა სრული მარცხი, არამედ უკრაინის მთავრობა დგას მყარად, სარგებლობს შიდა და საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და უკრაინა ამბიციურად და მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მათ მითხრეს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ვართ ჩვენი მომავლის პატრონები და ისინი მართლები არიან. რუსეთს სურდა უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლა, ამის ნაცვლად ომმა უკრაინის ეროვნული იდენტობა უფრო გააძლიერა, რუსეთს სურდა ნატოს დასუსტება, ამის ნაცვლად ნატო ორი ახალი მოკავშირით კიდევ უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა, რუსეთის არმიამ აღჭურვილობის ნახევარი დაკარგა და ომს 100 000-ზე მეტი მათი ახალგაზრდა შეეწირა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, პუტინის მარცხი ავტომატურად უკრაინის გამარჯვებას არ ნიშნავს და ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც უნდა განაგრძოს.

„მსურს, შემოგთავაზოთ სამი ამოცანა, რომელიც უნდა შევასრულოთ. პირველი ამოცანა უნდა იყოს მუშაობის გაგრძელება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომ არ მივიღოთ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი. ამის მისაღწევად მთავარი გზა არის პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა. ვიცი, არ არის მარტივი, მაგრამ საბოლოოდ მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს ჩვენი მთავარი მისია უნდა იყოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე ამოცანა უკრაინისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს, რათა ისტორია აღარ განმეორდეს, მესამე კი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის