პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ - სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამები, ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეშია და სრულფასოვნად ვერ იკვებება

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მშობლების მიერ შექმნილ პეტიციას ეხმაურება, რაც სკოლებში ხარისხიანი საკვების შეტანას გულისხმობს.

როგორც პარტიის მდივანი მარიამ კუკავა აცხადებს, ჯანსაღი კვება პირდაპირ აისახება განათლების ხარისხზე და უფასო კვების პროგრამის დაწყება აუცილებელია.

„ბოლო პერიოდში არაერთი ფაქტი გვახსოვს, როცა ზოგიერთ რეგიონში მოსწავლეები მოიწამლნენ სწორედ უხარისხო საკვების გამო. ეს ერთი პრობლემაა და მეორე - კიდევ უფრო მასშტაბური საკითხია, რომ კვება იყოს უფასო. განათლების ხარისხს მხოლოდ ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული პროგრამები ვერ განსაზღვრავს, უმნიშვნელოვანესი საკითხია კვება, რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის განვითარების ინდექსისა.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.

დღეს ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუ როგორ მუშაობს უფასო კვების პროგრამა სკოლებში. მათ შორის ცნობილია ესტონეთის მოდელი. შეგვიძლია, ერთ-ერთი ქვეყნის მოდელი ავიღოთ და მოვარგოთ საქართველოს. მთავარია ამის სურვილი იყოს ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენი პარტია ითხოვს, გადახედონ თვითმმართველობის ბიუჯეტებს, სადაც აუცილებლად გამოინახება რესურსი ამ პროგრამის ამოქმედებისთვის და რაც მთავარია, ძალიან აპრობირებული მეთოდია საერთაშორისო ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით მსგავსი პროგრამის განხორციელება.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მუდმივად დააყენებს ამ საკითხს დღის წესრიგში, რათა მომავალი თაობების ჯანსაღი განვითარება უზრუნველყოს“, - აცხადებს მარიამ კუკავა, რომლის კომენტარსაც პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი