სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ფორუმში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ვლოგერები - ნინო პაპავა და ეთნიკური აფხაზი მილენა აჟიბა მონაწილეობენ.

ხვალინდელ სესიაზე სპიკერები აფხაზეთთან დაკავშირებულ კონფლიქტზე სიტყვით გამოვლენ.

„წელს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სახელწოდებით - ,,დემოკრატია=მშვიდობა?" იმართება და ის ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გახსნა. ღონისძიებაში 160-ზე მეტი სპიკერი - პოლიტიკოსები, ექსპერტები სამოქალაქო აქტივისტები მთელი მსოფლიოდან იღებს მონაწილეობას. განხილვისა და დებატები მთავარი თემაა, როგორ შეიძლება დემოკრატიამ ხელი შეუწყოს მშვიდობას და მისცეს მეტი გარანტია თავისუფალ სამყაროს.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ევროსაბჭოს ინიციატივით უკვე ათეულ წელზე მეტია იმართება და წელს ის 6 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება