შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩ დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. მან თურქმენულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის პოზიტიური კავშირები.

აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ამ მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო კარია ევროპისკენ და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

ელჩმა შალვა პაპუაშვილს თურქმენი კოლეგის თურქმენეთში ვიზიტად ჩასვლის მოწვევა გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება