ლევან ხაბეიშვილი - იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს -  არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არიან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, აღარ აპირებს, ვინმეს მისცეს შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია.

მიხეილ სააკაშვილმა თავად, მისივე განცხადებაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩნენ. სიტყვა-სიტყვით რამდენჯერმე, აბსოლუტურად ხაზს ვუსვამ, არაორაზროვნად გააკეთა განცხადება, თუ ვის ეხებოდა ეს წინადადებათა წყობა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს "პოს ტვ"-ის, "იმედის", კობახიძის და ღარიბაშვილის ენით, ამას აკეთებს, მას ეხებოდა, მის გარდა არ არსებობს პარტიაში სხვა, რომელიც ამას კადრულობს, მან იკადრა და ის საუბრობს ამ ენით. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნის სწორედ მას პირადად.

რაც შეეხება "ფეისბუქ" სტატუსს, რომელიც, ასევე, პრეზიდენტ სააკაშვილის "ფეისბუქზე" გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სახელს და გვარს იტყვის.

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სახელი და გვარით იტყვის, ვინ არის ის ადამიანი, ან ვინ არიან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“.

ხაზს ვუსვამ, მე კი არ გავიგე, სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც არ იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ ხაზგასმით საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიის ლანძღვა არ შეიძლება, ხაზგასმით საუბარი იყო, რომ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს პარტიაში, შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც გაიგო სხვანაირად; ასე რომ, მე კი არ გავიგე ასე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ზუსტად ასე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელი და გვარებით მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს, ყველანაირი გაურკვევლობა ამით დასრულდება, რომელიც აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება, კატეგორიულად ვამბობ - აღარ ვაპირებ ვინმეს მივცე შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო