7 ნოემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციასთან, დირკ შუბელის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
7 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ - „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ - საკითხზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
7 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება.
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
მის: ბორჯომი, სასტუმრო „Crown Plaza“
7 ნოემბერს, 11:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსის, დამოუკიდებლობის დარბაზში, „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში“ გაიმართება.
მის. გუდიაშვილის 5
საკონტაქტო: ნინო ბაზიკოშვილი - 595 80 64 80
7 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოში 10-დღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“.
საკონტაქტო: 599 500 137
7 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა გლობალური პლატფორმის დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
7 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
7 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვარი სკოლა „აიბი მთიების“ მხარდაჭერით, შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.
თემა: ღონისძიების ფარგლებში შემოსულ შემოწირულებას საქართველოს წითელი ჯვარი ისრაელის „დავითის წითელ ვარსკვლავსა“ და პალესტინის „წითელნახევარმთვარეს“, ისრაელი-პალესტინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ბავშვების საჭიროებებზე რეაგირებისთვის, გადაურიცხავს.
მის: „ბაზარი ორბელიანზე“.
7 ნოემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის დარბაზი. (C კორპუსი, V სართული)
7 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
7 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთა აქცია/პერფომანსს - „არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები!“ გამართავს.