სამხრეთ აფრიკამ ისრაელიდან დიპლომატები კონსულტაციებისთვის გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კონსულტაციებისთვის თელ-ავივიდან თავისი დიპლომატები გაიწვიოს“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრმა, ხუმბუძო ნშავენმა და დასძინა:
„გენოციდის შეგუება, საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობის ქვეშ, არ შეიძლება“, - აღნიშნა ნშავენმა.
სამხრეთ აფრიკის მთავრობის ცნობით, ქვეყანას ისრაელში სამი დიპლომატი ჰყავს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან.