ჩინეთი და ავსტრალია სანდო პარტნიორები გახდებიან, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ, ენტონი ალბანიზთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩინეთსა და ავსტრალიას არ გააჩნიათ ისტორიული წყენა და არ აქვთ ინტერესთა ფუნდამენტური კონფლიქტი. ამიტომ, შეუძლიათ ორმხრივად სანდო და წარმატებული პარტნიორები გახდნენ“, - განუცხადა სი ძინპინმა ავსტრალიის პრემიერს.
„ორივე მხარის ძალისხმევით, ჩინეთმა და ავსტრალიამ სხვადასხვა სფეროებში ინფორმაციის გაცვლა განაახლეს და ორი ქვეყანა ურთიერთობების გაუმჯობესებისა და განვითარების სწორ გზაზე დაბრუნდა“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ენტონი ალბანიზი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა და სი ძინპინს პეკინში შეხვდა.