ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ახლო აღმოსავლეთი ტერორიზმის ღერძის ხელში აღმოჩნდება, შემდეგი ევროპა იქნება

ჩვენი გამარჯვება, თქვენი გამარჯვებაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოელ ელჩებს განუცხადა.

იერუსალიმში ნეთანიაჰუმ უცხოელ ელჩებთან შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ადგილობრივ ბრძოლას არ წარმოადგენს.

„თუ ახლო აღმოსავლეთი ტერორიზმის ღერძის ხელში აღმოჩნდება, შემდეგი ევროპა იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელი „ჰამასს“ გაანადგურებს, ის ღაზის მოსახლეობას „ნამდვილ და იმედიან მომავალს“ შესთავაზებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა