აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განცხადა.
„მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უმთავრესი უნდა იყოს. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეიარაღებული კონფლიქტის არც ერთი მხარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა არ დგას“, - განაცხადა გუტერეშმა.
ანტონიო გუტერეშმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში ისრაელის საჰაერო დაბომბვები და სახმელეთო ოპერაციები „მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და გაეროს ობიექტებს, მათ შორის თავშესაფრებს ურტყამს“.
„ღაზის კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კაცობრიობის კრიზისია“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.