აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის შესაძლებლობა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს.
„აშშ თვლის, რომ მსგავსი პაუზები მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა კირბიმ.
ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს დროებითი პაუზების მხარდაჭერას.
„ჩვენ თავს აღნიშნული საუბრის დასაწყისში ვთვლით და არა მის დასასრულს, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ დროებითი ლოკალიზებული პაუზების ადვოკატირებას“, - დასძინა კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერთან საუბრისას ჯო ბაიდენმა, „დასავლეთ სანაპიროზე მათი ძალადობის გამო, ექსტრემისტი ახალმოსახლეების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.