ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს ღაზას უსაფრთხოებაზე ზოგადი პასუხისმგებლობა ომის დასრულების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით ექნება

ისრაელს ღაზას სექტორის უსაფრთხოების შესახებ ზოგადი პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან გაიმეორა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას მანამ, სანამ „ჰამასი“ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, თუმცა დასძინა, რომ მზად არის მოკლე პაუზებისთვის.

”რაც შეეხება ტაქტიკურ პატარა პაუზებს, ერთი საათი აქ, ერთი საათი იქ. ჩვენ ადრეც გვქონდა, ვფიქრობ, შევამოწმებთ გარემოებებს, რათა მივცეთ საშუალება შემოვიდეს საქონელი, ჰუმანიტარული საქონელი, ან ჩვენი მძევლები გამოვიდნენ. მაგრამ არა მგონია, რომ საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა