CNN - აშშ ისრაელისთვის 320 მილიონი დოლარის ღირებულების ზუსტი ბომბების გადაცემას გეგმავს

შეერთებული შტატები ისრაელისთვის 320 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზუსტი მართვადი ბომბის აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემას კონგრესის შესაბამისმა კომიტეტებმა მხარი რამდენიმე თვის წინ, მანამდე დაუჭირეს, სანამ ქვეყანას „ჰამასი“ დაესხმებოდა თავს.

მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის ლიდერებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მწარმოებელი კომპანია Rafael USA აღნიშნულ ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ დედობილ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ ის ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს