აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია, დირკ შუბელის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს.

დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. ცნობილია ასევე, რომ შეხვედრა გაიმართება ოპოზიციასთანაც.

ინფორმაციისთვის, 7 -8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ასევე საოკუპაციო ხაზთან სტუმრობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება