ენტონი ბლინკენი იაპონიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომს, რუსეთ-უკრაინის ომსა და ჩინეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.

ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა.

თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გასაზრდელად.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავინახავთ, რომ დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს”, - განაცხადა ბლინკენმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა