შალვა პაპუაშვილი - დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო დიდი რისკის წინაშეა, როდესაც ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არავის მიეცეს.

„სხვათა შორის, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას.

უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც და ჩვენი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყოველთვის მიემართება ამისკენ. სხვა ხელისუფლებებსა და სხვა ქვეყნებზე ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის უსაფრთხოების რისკები, რაც არსებობს, ამ უსაფრთხოების რისკების რეალიზება, ანუ რეალობად ქცევა არ მოხდეს. ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნება.“ მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის, როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე გარე ინსტრუმენტებით. მთავარი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ არსებული რისკების რეალიზება არ მოხდეს. რისკები როდესაც რეალიზდება, თავისთავად ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება