დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე - „საქართველოს ბანკი“ და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის კი ბმულს. უნდა ეწვიოთ.

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადა გაიმართება.

ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.

ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ერთი გუნდი უნდა წარადგინოს, რომელიც ექვსი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. ამასთან, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რომელი მოსწავლე რომელ საგანში იასპარეზებს - გუნდიდან ერთი მოსწავლე უნდა იყოს ინფორმატიკის, ორი - ფიზიკის და სამი მათემატიკის მიმართულებით.

გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) ან სხვა (ინფორმატიკა, პროგრამირება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), ინჟინერია ან მსგავსი) საგნის მასწავლებელი იქნება.

ამასთან, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად 1 თვის განმავლობაში თითოეული გუნდის მენტორი ტესტზე მოსალოდნელი კითხვების მსგავს სავარჯიშოებს გაეცნობა და კომაროვის პროფესიონალებთან კონსულტაციებს გაივლის.

ოლიმპიადის ფარგლებში, ორი - თეორიული და პრაქტიკული ტური გაიმართება, თეორიული ტური 19 იანვარს, ხოლო პრაქტიკული - მაისში ჩატარდება. ორივე ტური ფიზიკურ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში გაიმართება.

პირველ ეტაპზე, გუნდის წევრებს სამ საგანში ტესტი ჩაუტარდებათ: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში მონაწილეობას სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი მიიღებს. თეორიული ტურის შედეგად, თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდის მენტორების გადამზადების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე წვდომა ექნება, რომელთა ცოდნაც ფინალურ ტურზე იქნება საჭირო. 10 საუკეთესო გუნდის მენტორები კი, სამთვიან უფასო გადამზადებას გაივლიან სფეროს სპეციალისტებისგან.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს სერტიფიკატი გადაეცემა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდებიან.

„საქართველოს ბანკისთვის“ განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, ის უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და ამასთან, შეიქმნან STEM მეცნიერებების მიმართულებით მყარი ბაზისი, რათა მომავალში შეძლონ დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ამისათვის ჩვენ, კომაროვთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა ახალგაზრდებში STEM მიმართულებით ცნობადობა და ინტერესი, შევქმენით STEM ოლიმპიადა, რომელიც არა ფიზიკა-მათემატიკურ პროფილურ სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცენ განვითარების და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ბანკის ცნობითვე, ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური მიმართულების სკოლებისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მქონე სკოლებს, გამოცდილების შეძენის მიზნით, შეუძლიათ წარმოადგინონ გუნდი, თუმცა აღნიშნული სკოლის გუნდები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ (მათი შედეგები არ შეფასდება).

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს..

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება