ოლაფ შოლცი და გერმანიის ფედერალური მხარეების ლიდერები მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის 16 ფედერალური მხარის ლიდერები რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებასა და ლტოლვილების დაფინანსების ახალ წესზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ფედერალური მხარეების ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებას და ადგილობრივი ხელისუფლების საჩივრების განხილვას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო ხაზინა და ინფრასტრუქტურა გადატვირთულია.

შედეგად, შოლცის მთავრობა დათანხმდა, ფედერალური მხარეებისა და მუნიციპალიტეტებისთვის თითო ლტოლვილზე, მომავალი წლიდან, 7 500 ევროს გადახდას და ასევე, 2024 წლის პირველ ნახევარში წინასწარი დაფინანსების სახით 1.75 მილიარდი ევროს გადახდას.

გერმანიის ხელისუფლება ასევე აპირებს დაზოგოს დაახლოებით 1 მილიარდი ევრო თავშესაფრის მაძიებელთათვის შეღავათების შემცირებით, მაგალითად, დროის გაორმაგებით მანამ, სანამ ისინი სრულ სოციალურ სარგებელს მიიღებენ.

„ჩვენი საერთო მიზანია უკანონო მიგრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- განაცხადა შოლცმა და შეთანხმებას ისტორიული მომენტი უწოდა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში შოლცმა ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ ძალები მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად უნდა გაერთიანდნენ. შოლცის მთავრობამ გასულ თვეში მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას გაუადვილებს კრიმინალური გაერთიანებების წევრების დეპორტაციას და მიგრანტების სახლების ჩხრეკას მათი ვინაობის დასადგენად.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია