ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი, დაცხრილულია

ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი, დაცხრილულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა ლამარა პაპინაშვილმა სოფელ კირბალში განუცხადა.

„ასე ამბობენ, რომ თამაზ გინტურს ორი ტყვია აქვს მოხვედრილიო, ორივე ტყვია ზურგში. მანქანა ჰყავდა, რომელიც სულ დაცხრილულია ოკუპანტების მიერ.

როგორც ამბობენ, ოკუპანტები ცხრანი ყოფილან და თამაზის მანქანა თვითონ ჩამოუგორებიათ“, - განაცხადა ადგილობრივმა.

რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი, გაიტაცეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა